|
2016-03-15 19:46:36, 775 ნახვა
სამართალი
პირადი ცხოვრების ხელყოფაზე ბრალდებული ხუთი პირიდან ოთხი უკვე დაკავებულია
ერთ-ერთი ბრალდებული ინგა ჩატოიანი ამჟამად დაკავებული არ არის, თუმცა მას ბრალი ოფიციალურად აქვს წაყენებული, - ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა. ბრიფინგი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით გაიმართა. პროკურორმა კაციტაძემ იმ პირებზე ისაუბრა ვისაც ბრალი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის ედებათ. როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებული ინგა ჩატოიანი ამჟამად დაკავებული არ არის, თუმცა პროკურორის თქმით, ის საქართველოში იმყოფება და მას ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს. პროკურორის თქმით, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახით თავისფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს. როგორც კაციტაძემ აღნიშნა, ჩატოიანი ამჟამად გამოძიებასთან თანამშრომლობს. მისივე განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრალი კიდევ ოთხ პირს აქვს წაყენებული - ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს, ირაკლი ფხალაძეს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ გელა ღურწკაიასა და ზურაბ ჯამალაშვილს, რომელიც გუშინ დააკავეს. ზურაბ ჯამალაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით წაეყენა, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვასა და გავრცელებას გულისხმობს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ერთ წლით გამასწორებელ სამუშაონ ან/და თავისუფლების აღკვეთას ერთი წლის ვადით.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)