|
2025-04-12 18:25:40, 1232 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters: ჩინელი ოფიცრებირუსეთის ფრონტის ზურგში პეკინის თანხმობით იმყოფებოდნენ
ჩინელი ოფიცრები, პეკინის თანხმობით, რუსეთის ფრონტის ხაზების უკან იმყოფებოდნენ ომის ტაქტიკის შესასწავლად, - იტყობინება Reuters ორი ამერიკელი ოფიციალური პირისა და დასავლური დაზვერვის ყოფილ ოფიცერზე დაყრდნობით. სააგენტოს წყაროს ცნობით, რუსეთის ჯარში 200-მდე ჩინეთის მოქალაქე იბრძვის - ისინი დაქირავებულები არიან და, როგორც ჩანს, პირდაპირი კავშირი არ აქვთ ჩინეთის მთავრობასთან. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა როიტერს განუცხადეს, რომ ჩინელ სამხედროებს, როგორც ჩანს, აქვთ მინიმალური წვრთნა და მცირე გავლენა ჰქონდათ რუსეთის სამხედრო ოპერაციებზე. 8 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დაიჭირეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის არმიაში იბრძოდნენ. ეს მოხდა უკრაინის ტერიტორიაზე - დონეცკის ოლქში. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ უკრაინის სადაზვერვო სამსახურებს აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიაში ჩინეთის მინიმუმ 155 მოქალაქე იბრძვის.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)