09:26 - 10 May, 2026
|
2025-04-09 12:50:43, 3569 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში შსს-მ 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქციის მონაწილეები დაშალა
ზუგდიდში პოლიცია 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ მოქალაქეებს დაუპირისპირდა. შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეები, რომლებმაც იქ ღამე გაათენეს, ძალის გამოყენებით დაშალეს და ტერიტორია "ოცნების" ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუსუფთავეს. ზუგდიდში შეკრებილები აპირებდნენ, რომ რეჟიმის წარმომადგენლებს საპროტესტო ბანერებით დახვედროდნენ და ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოეწყოთ, თუმცა მათთან დილით საპოლიციო ძალები მივიდნენ, ჯერ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, მას შემდეგ კი რაც მოქალაქეები მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, დაახლოებით კილომეტრნახევრის მანძილზე, ძალადობრივად მოაშორეს სკვერს. ამის შემდეგ, მემორიალთან გმირებისთვის პატივის მისაგებად ზუგდიდის "ოცნების" მერიისა და გუბერნიის წარმომადგენლები მივიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)