|
2016-03-14 16:29:54, 1401 ნახვა
ეკონომიკა
მობილური ტერმინალი "თიბისი ბანკისგან"
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მერჩანტები (მეწარმეები) დღეიდან გადახდის ყველაზე სწრაფი, ინოვაციური და კომფორტული სისტემით ისარგებლებენ. მობილური ტერმინალი მცირე ზომის, თანამედროვე ფუნქციონალის მქონე მოწყობილობაა, რომლის საშუალებითაც გადახდა ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ტიპის პლასტიკური ბარათით, მათ შორის უკონტაქტო ბარათითაც მარტივადაა შესაძლებელი. მობილური ტერმინალი ციფრულ ტექნოლოგიებზე მომუშავე ინოვაციური პროდუქტია,რომელიც განკუთვნილია ფართო ბიზნესსეგმენტისთვის: კაფე-ბარებისთვის, სილამაზის სალონებისთვის, მარკეტებისთვის, სავაჭრო ცენტრებში არსებული ობიექტებისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის, საკურიერო მომსახურებისთვის, ავტოსამრეცხაოებისთვის, გარე მოვაჭრე ჯიხურებისთვის და სხვა ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის. პროდუქტის უპირატესობებია:
მომავალში თიბისი ბანკი მობილურ ტერმინალს რამდენიმე ახალ ფუნქციასაც შემატებს. ინოვაციური გადახდის სერვისი თიბისი ბანკმა სტრატეგიული პარტნიორის, საგადამხდელო სისტემა "Visa International"-ის მხარდაჭერით დანერგა. თიბისი ბანკი გადახდის ტექნოლოგიურ ინოვაციას საერთაშორისო კომპანია GoSwiff-თან ერთად ახორციელებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ თიბისი ბანკის ვებგვერდს: http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/mpos
(R)
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)