|
2025-04-08 14:02:08, 696 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტი საბა სორდია სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტის, საბა სორდიას საქმეზე, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, სასამართლო გადაწყვეტილებას 17 აპრილს გამოაცხადებს. სორდია 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. დღევანდელ პროცესზე მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე დაიწყეს მსჯელობა. სორდიამ სხდომის დასრულების შემდეგ დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ მოხდა მისი დაკავება. „ჩემსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის დაძაბულობა იმას მოჰყვა, რომ ისინი ზედაპირული დათვალიერების ფარგლებში არ მოქმედებდნენ, მათ თვითნებურად გადაწყვიტეს ჩემი ჩანთის ჩხრეკა. სასამართლოზე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა ორმა მოწმემ. ერთი ამბობდა, რომ ჩანთას საერთოდ არ შეხებია, შემდეგმა მოწმემ კი თქვა, რომ ის იყო პოლიციელი, რომელმაც ჩემი ჩანთის გახსნის შემდეგ ერთ-ერთ ჯიბეში წაიღო ხელი, რასაც ჩემი უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი ამბობდნენ, რომ მათ მონა ვუწოდე, ეს ფრაზა საერთოდ არ გამომიყენებია, როცა მათ ოქმი შეავსეს, რომელსაც ხელი არ მოვაწერე, იქ საერთოდ არ ეწერა ეს ფრაზა, მერე არის მიწერილი. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ჰქონდა ადგილი მანქანაში, არ შეუგინებიათ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში პერსონალურად მაყენებდნენ შეურაცხყოფას, ალბათ, საყურემ გამოიწვია, ინტრიგანს მეძახდნენ. სხვათა შორის, ვიდრე სხდომათა დარბაზში ამომიყვანდნენ, ერთმანეთს პირობა მივეცით, ისეთ რამეს არ ვიტყოდით, რაც არ ყოფილა, მე ეს პირობა შევასრულე, მათ ეს პირობა დაარღვიეს. ერთმა ღმერთი დაიფიცა და მოიტყუა... რაც შეეხება პირადობას, როგორც კი მოვიდნენ, მაშინვე მივეცი. თუ მათ პოტენციურ კრიმინალად აღმიქვამდნენ, მოპედით ვიყავი, თუკი, კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება შეიძლებოდა მქონოდა, რატომ არ დაინტერესდნენ, ამას მოპედში ხომ არ ვმალავდი?“, - განაცხადა სორდიამ. ცნობისთვის, პოლიციამ გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია ადმინისტრაციული წესით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) გულისხმობს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)