23:40 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 16:02:50, 704 ნახვა

სამართალი
ალეკო ელისაშვილი: სამი თვე დასჭირდათ, რომ გადაეფხიკათ და მჟავაში ეყვინთავებინათ ჩემი ბეჩავი ტელეფონი

„სამი თვე დასჭირდათ იმისათვის, რომ გადაეფხიკათ და მჟავაში ეყვინთავებინათ ჩემი ბეჩავი ტელეფონი“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა შსს-ს და ექსპირტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომლის თანახმადაც, ელისაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის მიერ გაგზავნილი მესიჯების და სხვა კომუნიკაციის აღდგენა ვერ მოხერხდა.

ალეკო ელისაშვილი საერთაშორისო ექსპერტიზას მიმართავს.

„მივმართავ საერთაშორისო ექსპერტიზას და დავადასტურებინებ, რომ წაშლილია ყველაფერი. სამი თვე დასჭირდათ იმისათვის, რომ გადაეფხიკათ და მჟავაში ეყვინთავებინათ ეს ჩემი ბეჩავი ტელეფონი, რომელიც ახლა ხელში მიჭირავს და დავუწერე კიდეც, რომ სამარცხვინოები არიან. ცდილობენ, ხელი  დააფარონ ბესელია-კობახიძეს.

„მაგთი“ ადასტურებს, რომ მესიჯები მოსულია. შსს-ს და სამხარაულის ბიუროს ორ დასკვნაში კი ვკითხულობთ, რომ ჩვენ რა პროგრამულ-ტექნიკური საშუალებებიც გვაქვს, ტელეფონში ვერც ზარებს, ვერც სმს-ებს ვერ აღვადგენთო. ეს პასუხი იანვარშია დაწერილი. ამ ან ტელეფონს რას აწვცალებდბნენ ან თავიანთ თავს რაღას იწვალებდნენ. ცდილობენ როგორმე გამოძვრენ. უბრალოდ „მაგთის“ ამონაწერი აქვთ გაჩხერილი და რა უყონ არ იციან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics