|
2025-04-04 14:42:06, 1542 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვარსკვლავები იქნებიან. წლევანდელი ჯაზფესტივალი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება.
ლაკეშა ბენჯამინი - ამერიკელი საქსოფონისტი, კომპოზიტორი, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური ხმითა და მრავალფეროვანი მუსიკალური სტილით. ის ჯაზის სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ლაკეშა ბენჯამენი იმ მუსიკოსებს მიეკუთვნება ვინც წარმატებით ახერხებს მუსიკის სხვადასხვა ჟანრების შერწყმას. მისი განსხვავებული სტილის მუსიკა მოიცავს ჯაზის, ფანკისა და სოულის ელემენტებს, გაბედული და ენერგიულია, რაც განასხვავებს მას სხვა არტისტებისგან. ლაკეშა ბენჯამენი ხუთჯერ არის ნომინირებული გრემზე, მათ შორის 2025 წელს. იგი თავისი კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან სტივი უანდერი, არეტა ფრანკლინი და ალიშა კისი. თილ ბრონერი - გერმანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პროდიუსერი. მისი კარიერა მოიცავს მრავალფეროვან პროექტებსა და კოლაბორაციებს, რამაც მას მუსიკალურ სამყაროში აღიარება მოუტანა. თილ ბრონერის მუსიკა გამოირჩევა ღრმა ემოციურობითა და ინოვაციური ჟღერადობით, რაც მას თანამედროვე მუსიკაში ერთ-ერთ გამორჩეულ არტისტად აქცევს. თილის მუსიკალური სტილი ჯაზის, პოპისა და ბოსა-ნოვას ელემენტებს აერთიანებს, რაც ქმნის უნიკალურ ჟღერადობას. იგი არა მხოლოდ ინსტრუმენტალისტია, არამედ ვოკალისტი და კომპოზიტორიც. ბრონერი თანამშრომლობდა ცნობილ მუსიკოსებთან, მათ შორის დაიანა კროლთან, ჰერბი ჰენკოკთან და დეივ ბრუბეკთან. მისმა ნამუშევრებმა არაერთი ჯილდო მიიღო, მათ შორის Echo Jazz Awards. გარდა მუსიკისა, ბრონერი ფოტოგრაფიითაც არის გატაცებული და პერიოდულად აწყობს გამოფენებს. სტივ კოლმანი - ამერიკელი ჯაზსაქსოფონისტი, კომპოზიტორი, რომელიც მუსიკალურ სამყაროში ცნობილია თავისი ინოვაციური და ექსპერიმენტული მიდგომებითა და განსხვავებული მუსიკალური ენით, რომელსაც „მუსიკა აზროვნებისათვის" (Music for the Mind) ეწოდება. კოლმანმა და მისმა თანამოაზრეებმა 1980-იან წლებში შეიმუშავეს კონცეფცია M-Base. ეს არ არის მხოლოდ მუსიკალური სტილი, არამედ ფუნდამენტური ფილოსოფიაა, რომელიც აერთიანებს რთულ რიტმულ სტრუქტურებს, იმპროვიზაციას, ფანკისა და აფრიკულ ელემენტებს, ასევე აბსტრაქტულ მუსიკალურ იდეებს. სტივ კოლმანის მუსიკას დიდი გავლენა აქვს მომავალი თაობების მუსიკოსებსა და მსმენელებზე, მისი ინოვაციური მიდგომა ჯაზის სამყაროში მუდმივად ახლებურად აღიქმება. სტივ კოლმანი მრავალი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის გრემის. ჯაზფესტივალი ბილეთებზე, 9 აპრილის ჩათვლით, წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე მოქმედებს 25% ფასდაკლება. 10 აპრილიდან კი თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე - 20%-იანი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათზე 10%-იანი ფასდაკლება
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)