|
2025-03-26 13:22:29, 915 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა MoneyLive Summit London- ზე ციფრული საბანკო მომსახურების შესახებ ისაუბრა
საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიება - MoneyLive Summit London-ში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე მან ციფრული საბანკო მომსახურების შესახებ ისაუბრა. MoneyLive Summit London ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა ციფრული საბანკო მომსახურების შესახებ, სადაც C-level ხელმძღვანელები მონაწილეობენ. შეხვედრაზე სფეროს პროფესიონალები მიმდინარე გამოწვევებსა და მომავალ ტრენდებს განიხილავენ. ღონისძიებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი სპიკერი და 1500-ზე მეტი მოწვეული სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ისეთი ევროპული და ბრიტანული ბანკების წარმომადგენლები როგორიცაა: Barclays, NatWest, Goldman Sachs, JPMorgan, BNP Paribas და HSBC. სამიტში ასევე იღებდნენ მონაწილეობას ისეთი ციფრული ბანკების ხელმძღვანელები, როგორიცაა: Revolut, Bunq, Tandem-ის და სხვა. “მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის სახელით სპიკერი ვიყავი ისეთ ღონისძიებაზე, როგორიც MoneyLive Summit London-ია. პანელური დისკუსიის ფორმატში, Goldman Sachs და NatWest-ის წარმომადგენლებთან ერთად შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა საქართველოს ბანკის წარმატებულ ქეისზე, საერთაშორისო აუდიტორიისთვის გამეცნო საკუთარი ხედვები ღია ბანკინგის მიმართულებით. ღონისძიებაზე ასევე ვისაუბრე ბანკში ციფრული ეკოსისტემის მიმართულებით დანერგილი ინოვაციებისა და სამომავლო სტრატეგიის შესახებ, კერძოდ კი: ტრანზაქციული ანალიტიკის, Ads Manager-ისა და ლოიალურობის პროგრამების შესახებ. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთის მხრივ, შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი ინოვაციური მიდგომები და პროდუქტები გავაცნოთ საერთაშორისო აუდიტორიას, მეორეს მხრივ კი- წამყვანი საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტების გამოცდილება გაიზიარო. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სფეროს განვითარებაზე ზრუნვას როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მთლიანად ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)