|
2025-03-19 16:13:19, 1026 ნახვა
ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი - ყველა უკრაინელი ჯარისკაცი ტერორისტია
კურსკის ოლქში მყოფი ყველა უცხოელი დაქირავებული და უკრაინელი ჯარისკაცი ტერორისტია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის გენერალური პროკურატურის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რუსეთის ფედერაციის კანონების თანახმად, უკრაინის არმიის ყველა სამხედრო მოსამსახურისა და განსაკუთრებით უცხოელი დაქირავებულების, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინეს, ჩვენი კანონმდებლობით ტერორისტებად კლასიფიცირება უნდა მოხდეს“, - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთის ჯარებმა კურსკის ოლქში არაერთი წარმატებული ოპერაცია განახორციელეს. „ჩვენმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ სწრაფი და ეფექტური ოპერაციების სერია ჩაატარეს და კურსკის ოლქში მტრის ჯარების დაჯგუფებების განადგურებას ასრულებენ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)