17:07 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 22:45:29, 1303 ნახვა

ომი უკრაინაში
შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარებას განაახლებს - მხარეების ერთობლივი განცხადება

შეერთებული შტატები განაახლებს უკრაინას იარაღის მიწოდებას და დაზვერვის გაზიარებას. ამის შესახებ ნათქვამია საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინულ-ამერიკული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ განცხადებაში.

„აშშ დაუყოვნებლივ ხსნის დაზვერვის გაზიარების პაუზას და განაახლებს უკრაინის უსაფრთხოების დახმარებას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ „გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის მიზნით“. ამ კონტექსტში, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა „დიდად შეაქო უკრაინელი ხალხის გამბედაობა, რომელიც იცავს თავის სახელმწიფოს და შეთანხმდნენ, რომ ახლა დროა დაიწყოს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების პროცესი“.

ამავდროულად, უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა ღრმა მადლიერება უკრაინელი ხალხის სახელით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, აშშ-ს კონგრესს და შეერთებული შტატების ხალხს მშვიდობის გზაზე შესაძლო მნიშვნელოვანი პროგრესისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics