|
2025-03-06 15:16:36, 846 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1300-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის გაზაფხულის სეზონზე რეგისტრაცია დასრულდა. სკოლაში სწავლის სურვილი წელს 1300-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. ახლა ახალგაზრდები მისაღები გამოცდებისთვის ემზადებიან:
ამასთან, ყველა საფეხურის მოსწავლისთვის პრეტესტი 10 მარტს ჩატარდება. მისაღები გამოცდის ტესტის ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. STEM სკოლის როგორც პრეტესტი, ასევე მისაღები გამოცდა ონლაინ გაიმართება, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს ტესტი საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან დაწერონ. მონაწილეებს გამოცდაზე დასასწრები ბმული და ტესტირების დრო რეგისტრაციისას მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე არაუგვიანეს 7 მარტისა გაეგზავნებათ. გამოცდების შედეგებზე დაყრდნობით, სკოლაში სწავლას საუკეთესო შედეგის მქონე 300-მდე მოსწავლე შეძლებს. ამასთან, პრეტესტის შედეგებს STEM სკოლაში მიღებაზე გავლენა არ ექნება. ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს STEM სკოლაში სწავლას უფინანსებს. გაზაფხულის სეზონზე საუკეთესო შედეგის მქონე 30 მოსწავლე საქართველოს ბანკის 100%-იან გრანტს, ხოლო შედეგების რეიტინგში შემდეგი 15 მოსწავლე 50%-იან დაფინანსებას მიიღებს. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)