|
2016-03-10 13:40:21, 1929 ნახვა
სპორტი
აგულაშვილი: ვბრუნდებით ისტორიულ გარემოში, სადაც ჩვენი ადგილი ყოველთვის იყო
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე, ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა და მას ისტორიული სამარტლიანობის აღდგენის კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა. აგულაშვილის თქმით, საქართველო ნელ-ნელა უფრო მეტად დემოკრატიული სახელწმიფო ხდება. „მთელ ქვეყანას ვულოცავ ამ ღირსეულ წარმატებას, აღიარებას, შრომის დაფასებას და კიდევ ერთ ნაბიჯს, ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა. ჩვენ ვბრუნდებით, ჩვენს ისტორიულ გარემოში, იქ სადაც ჩვენი ადგილი იყო ყოველთვის. ვფიქრობ, რომ ეს დაბრუნება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო მეტად დემოკრატიული სახელმწიფო ვხდებით. უფრო მეტად გარანტირებული დაცვით ადამიანის უფლებების და თითეული თანამოქალაქისთვის უკეთესი პირობების შექმნით ცხოვრებისათვის, დაცული გარემოთი. ძალიან კარგი საჩუქარია წინმსწრებად 26 მაისის, როდესაც არის ჩვენი იუბილე - 25 წელი გავიდა თავისუფლების გამოცხადებიდან“, - განაცხადა აგულაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)