|
2025-02-24 08:47:22, 909 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 3 წელი გავიდა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 3 წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების ბრძანება გასცა და რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. CNN წერს, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას ვლადიმერ პუტინი ელოდა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიას რამდენიმე დღეში დაიკავებდა, ამის ნაცვლად, უკრაინის კონტრშეტევის წყალობით, ბრძოლა უკვე სამი წელია გრძელდება. ომის დაწყებისას უკრაინამ შეაჩერა ჯარები დედაქალაქ კიევთან და მოგვიანებით მოიპოვა გამარჯვებები ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვისა და სამხრეთ ხერსონის რეგიონებში. მაგრამ მან ასევე განიცადა დიდი დანაკარგები დონეცკისა და ბახმუტის გარშემო აღმოსავლეთ ტერიტორიებზე. CNN-ი „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 2022 წლის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ კონტროლი თავისი ტერიტორიის დაახლოებით 11%-ზე დაკარგა, კონფლიქტის დაწყებიდან, 2014 წლიდან კი, საერთო ჯამში - დაახლოებით 18%-ზე. სამი წლის განმავლობაში, ომის გამო საკუთარი სახლი მილიონობით უკრაინელმა დატოვა და ქვეყნის სხვა ნაწილებში ან სხვა ქვეყნებში, გადასახლდა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის ცნობით, უკრაინაში კონფლიქტის დროს 40 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა. დაღუპულებს შორის 669 ბავშვია. ამასთან, შეუძლებელია დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპაციის ქვეშ რჩება. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ომში უკრაინამ 46 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, კიდევ 380 ათასი ჯარისკაცი დაიჭრა, ათიათასობით ჯარისკაცი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა, უკრაინასთან ომში 867 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)