|
2025-02-19 13:28:16, 417 ნახვა
სამართალი
საია - რა უნდა ვიცოდეთ, თუ პოლიცია გვაჯარიმებს შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციცაცია" ვრცელ მასალას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით თუ "რა უნდა ვიცოდეთ, თუ პოლიცია გვაჯარიმებს შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის". შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს უფლებამოსილება, მიიღოს პირის სამართალდამრღვევად ცნობის გადაწყვეტილება და დააჯარიმოს იგი, როდესაც: - აქციის მონაწილეს ედავებიან შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას (არ იგულისხმება გზის გადაკეტვის შემთხვევა); - აქციის ორგანიზატორს ედავებიან შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას (არ იგულისხმება გზის გადაკეტვის ორგანიზების შემთხვევა); - პირს ედავებიან შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას კანონით აკრძალულ შენობებში ან მათი შესასვლელებიდან კანონით განსაზღვრულ აკრძალულ რადიუსში; - პირს ედავებიან აქციაზე კანონით აკრძალული გარკვეული ნივთების ქონას (მაგ. ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი, პიროტექნიკა), დროებითი კონსტრუქციის მოწყობას, კანონით აკრძალული მოწოდებების გაკეთებას - აქციის მონაწილეს ან ორგანიზატორს ედავებიან გზის ხელოვნურად გადაკეტვას, როცა ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა (იგულისხმება გზის სავალ ნაწილზე ყოფნა, როდესაც ტროტუარზე არის საკმარისი ადგილი); - პირს ედავებიან აქციაზე ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე საშუალების ქონას ან სახის ნიღბით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით დაფარვას. - შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების რომელიმე წესის დარღვევისთვის ერთხელ უკვე დაჯარიმებულ პირს კვლავ ედავებიან სამართალდარღვევის ჩადენას; - პირს ედავებიან სასამართლოს შესასვლელის ბლოკირებას, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში; - დემონსტრანტს ედავებიან იმგვარ შეკრებასა ან მანიფესტაციაში მონაწილეობას, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა. ზემოთ მითითებული სამართალდარღვევების ჩადენა სანქციის სახით ითვალისწინებს სხვადასხვა ოდენობით ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას. შსს-ს განსჯად საქმეებშიც კი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. - თუკი დაგიკავშირდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროდან შსს-ს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, ადგილზე ჩაიბაროთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ჯარიმის ქვითარი), ან აცნობოთ მათ თქვენი ფაქტობრივი მისამართი, რათა ოქმი (ჯარიმის ქვითარი) თავად მათ ჩაგაბარონ; - თუკი დაგიკავშირდებიან შსს-დან სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, საქმის მასალების გასაცნობად ადგილზე გამოცხადებაზე უთხრათ უარი და დაელოდოთ სასამართლოდან შეტყობინებას/უწყებას; - თუკი დაგიკავშირდებიან სასამართლოდან სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, მოინიშნეთ პროცესის თარიღი და გამოცხადდით დათქმულ დროს. დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე - 577 07 05 63.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)