|
2016-03-09 13:35:27, 702 ნახვა
ეკონომიკა
კალაძე აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი მოცულობის გაზის „გაზპრომიდან“ შემოტანაში პრობლემას ვერ ხედავს
ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოში დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის „გაზპრომიდან“ შემოტანაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ კალაძემ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კალაძის თქმით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი დამატებით მოცულობის ბუნებრივი აირის საქართველოში შემოტანას აზერბაიჯანი ვერ შეძლებს. „მე ამას ვუყურებ სუფთა ეკონომიკურ ჭრილში, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ჩემს ქვეყანას დაჭირდება, ჩემს ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს დაჭირდება დამატებითი მოცულობები და შესაძლებლობა ვერ გვექნება, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიტანოთ, მაგალითად, აზერბაიჯანიდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიდან, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმისას, რომ მოხდეს ბუნებრივი აირით საქართველოს უზრუნველყოფა თუნდაც „გაზპრომიდან“ ნაყიდი გაზით“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ცუდი იქნება ის, თუკი აზერბაიჯანული გაზის მთლიანად რუსული გაზით ჩანაცვლება მოხდება: „ძალიან ცუდი იქნება, თუ ჩვენ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ ჩავანაცვლოთ აზერბაიჯანი და მთლიანად შემოვიყვანოთ „გაზპრმომი“, ეს ნამდვილად ცუდი იქნება“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ მომავალი წლების განამვლობაში ამ მიმართულებით საქართველოს არანაირი პრობლემა არ ექნება და ქვეყანა აზერბაიჯანიდან მიღენული ბუნებრივი აირით სრულიად უზრუნველყოფილი იქნება.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)