|
2025-02-17 17:44:58, 438 ნახვა
სამართალი
საია - ცხელ ხაზზე 626 პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება, მათ შორის 438 ადამიანი დააკავეს
არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებმა, 19 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, 525-ზე მეტ პირს გაუწიეს სამართლებრივი დახმარება, 275 ადამიანი მოინახულეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქსელის ცხელ ხაზზე 626 პირის შესახებ შევიდა შეტყობინება, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, მათ შორის 438 ადამიანი დააკავეს. „არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელი აგრძელებს საპროტესტო აქციებზე დაკავებული, დაზარალებული და დაჯარიმებული პირების უფლებების დაცვას. 19 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქსელის ცხელ ხაზზე 626 პირის შესახებ შევიდა შეტყობინება, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, მათ შორის 438 ადამიანი დააკავეს. ქსელის ადვოკატებმა 525-ზე მეტ პირს გაუწიეს სამართლებრივი დახმარება, 275 ადამიანი მოინახულეს დროებითი მოთავსების იზოლატორში და სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)