10:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 16:25:30, 461 ნახვა

სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილი - თურნავამაც დაადასტურა, მტკიცებულება არ არსებობს, რომ ივანიშვილი ინვესტორია

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ ე.წ. ბიტკოინების საქმეში ივანიშვილის ინვესტორობის შესახებ არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს. 

"ყველა სახელმწიფო ექსპერტი, ნათია თურნავა იქნება თუ სხვა, იგივე საგადასახადოს ექსპერტი, ყველა ეფუძნება პროკურატურის დადგენილებას. პროკურატურამ დაადგინა, რომ ივანიშვილი არის ინვესტორი და იმის გარშემო მოძრაობენ. 

ეროვნულმა ბანკმა ქართუ ბანკის წერილის საფუძველზე დაადგინა, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი ყოფილა ინვესტორი. შესაბამისად, თავისივე პროკურატურის და ქართუ ბანკის მიერ გავრცელებულ ჩვენებებს  ატრიალებენ და მოგვავლენენ როგორც ჭეშმარიტებას.

საგადასახადო ექსპერტმა, რომელიც დაიკითხა, პირდაპირ თქვა რომ მან უბრალოდ მიიღო ინფორმაცია, თუ რა პროცენტებით უნდა გადაეთვალა წილები ჩემსა და ივანიშვილს შორის და ამ პროცენტებით უბრალოდ არითმეტიკული  კალკულაცია შეასრულა, რომელსაც ნებისმიერი სკოლის მოსწავლე შეასრულებდა. 

ნათია თურნავამ, როგორც ივანიშვილმა, დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება იმისი, რომ ივანიშვილი არის ინვესტორი არ არსებობს. მან მოიშველია ისევ ქართუ ბანკის მხრიდან ეროვნული ბანკისთვის მიწერილი წერილი, სადაც ქართუ ბანკი თვითონვე აღიარებს, რომ ივანიშვილი იყო ინვესტორი და ეს საკმარისი იყოო, რომ ჩვენ დაგეჯარიმებინა ქართუ ბანკიო". - ამბობს ბაჩიაშვილი TV პირველთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics