10:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 12:02:51, 446 ნახვა

სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა არ გაიმართა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა არ გაიმართა. თავად ბრალდებული, სასამართლო სხდომას ონლაინ რეჟიმში უნდა დასწრებოდა, თუმცა ვერ მოხერხდა. მომდევნო სხდომა 6 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება.

„უნდა ჩართულიყო დისტანციური წესით, თუმცა პრობლემაა დისტანციურ ჩართვაზე, შესაბამისად მისი მონაწილეობა სხდომაზე ვერ ხერხდება, არ ვიცით მიზეზი. მან გამოთქვა სურვილი დასწრების, იგი პატიმრობაში იმყოფება, შესაბამისად დღევანდელ სხდომაზე სასამართლო საქმეს მის გარეშე ვერ განიხილავს“, - აცხადებს მოსამართლე სალიხ შაინიძე.

საქმე ეხება, 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, შენობის ფასადზე სტიკერის გაკვრის ფაქტს. მზია ამაღლობელის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics