|
2025-02-07 11:29:45, 421 ნახვა
სამართალი
სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს - სხდომას სააკაშვილი არ ესწრება
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. როგორც პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილ ოქმში იყო აღნიშნული, სააკაშვილი სხდომაზე დასწრებაზე უარს აცხადებდა და მის ინტერესებს მისი ადვოკატი დაიცავდა. საქმე დასკვნით ეტაპზეა და დღეს დასკვნით სიტყვას თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია წარმოთქვამს. საქმეში მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველად გიორგი ჩალაძე ჩაერთო, მან სხდომის გადადებაზე იშუამდგომლა, რადგან, მისივე განმარტებით, საქმის მასალების გასაცნობად დრო სჭირდებოდა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ჩალაძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კოჭლამაზაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შეცვლა უკვე რამდენჯერმე მოხდა. მისივე თქმით, გიორგი ჩალაძე მეშვიდე ადვოკატია, ვინც სააკაშვილის ინტერესების დაიცავს. მოსამართლის განმარტებით, ახალი ადვოკატი საქმეში მაშინ ჩაერთო, როცა საქმე დასკვნით ეტაპზეა და ადვოკატს მთელი წლების განმავლობაში გამოკვლეული მტკიცებულებების მოსმენა მოუწევს. ბადრი კოჭლამაზაშვილის თქმით, ეს ფაქტი სასამართლოს ეჭვს უჩენს, რომ ეს ფაქტი პროცესის გაჭიანურებას ემსახურება. მისივე თქმით, მან დღეს გაიგო, რომ სააკაშვილმა ადვოკატი აიცილა. მოსამართლემ არ გამორიცხა, რომ ბრალდებულმა შემდეგ სხდომაზე გიორგი ჩალაძეც შეიძლება აიცილოს, ამიტომ რისკი დაზღვეული რომ იყოს, მესამე პრეზიდენტს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)