|
2025-02-05 12:44:14, 483 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ივანიშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა მისი კუთვნილი მრავალი ათასი ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დახურულ სხდომაზე დაკითხვა დასრულდა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ მისმა წარმომადგენელმა, ადვოკატმა თემო წიქვაძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა მისი კუთვნილი მრავალი ათასი ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. „დღევანდელი დაკითხვის შედეგად კვლავ დასტურდება ჩვენი მხარის პოზიცია, რომ რეალურად, ადგილი ჰქონდა ჩემი მარწმუნებლის კუთვნილი მრავალი ათასი ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას. სხვა გარემოება დღევანდელი დაკითხვიდან გამომდინარე არ გამოკვეთილა. ფაქტი შემიძლია დავადასტურო. თქვენც იცით როდის დაიწყო სასამართლო სხდომა, თავდაპირველად რამდენიმე შუამდგომლობის განხილვა იყო, რაც ნახევარი საათი გაგრძელდა, 1 საათზე ცოტა მეტი დასჭირდა ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას. ამ დროის გასვლის შემდეგ, არც ბრალდებას და არც დაცვის მხარეს, როგორც პატივცემულ წარმომადგენლებს და პატივცემულ გიორგი ბაჩიაშვილს მეტი კითხვა არ ჰქონიათ. ეს ჩემი აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ საკითხი ძალიან მარტივადაა, ყველა გარემოებით, მტკიცებულებებით, ჩვენებებით დასტურდება, რომ ინვესტორი ამ საქმეში ჩემი მარწმუნებელია. როდესაც არ გაქვს ფული, არ გაქვს უზრუნველყოფა და საკუთარ თავზე არ იღებ ინვესტიციიდან გამომდინარე რისკებს, ვერავინ დაგიძახებს ინვესტორს“, - განაცხადა წიქვაძემ. ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)