|
2016-03-07 17:33:35, 590 ნახვა
სამართალი
ანა დოლიძე: ჩემი ბავშვობა უსამართლობის ძალიან დიდ მოგონებებს უკავშირდება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ანა დოლიძეს უსმენენ. ანა დოლიძემ საკუთარ ბიოგრაფიაზე ისაუბრა და გაიხსენა ბავშვობა, რომელიც მისი თქმით, უსამართლობის დიდ მოგონებებს უკავშირდება: „მე ვგრძნობ, რომ მაქვს ძალიან დიდი პატივი დღეს წარდგენილი ვიყო საქართველოს პარლამენტის წინაშე, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი. ჩემი ბიორგრაფია შეიძლება ითქვას, არ უზრუნველყოფდა იმას, რომ მე დღეს წარვმდგარიყავი დღეს თქვენს წინაშე. ჩემი ბავშვობა უკავშირდება უსამართლობის ძალიან დიდ მოგონებებს. 1991-92 წლებში მამაჩემი, როგორც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე, არაერთხელ იყო დაკავებული, დაპატიმრებული და ნაწამები სწორედ იმ სასამართლო ორგანოების დაკვეთით და ხელდასმით, რომლის, მადლობა ღმერთს, სახელი და გვარის მაიდენტიფიცირებელი არაფერი არ მახსოვს. შემდეგ ჩემი პროფესიული საქმიანობა 2004-2005 წლებში უკავშირდება უამრავ მოგონებებს უსამართლობის და ჩაგვრის ჩადენილს სწორედ სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით. გავიხსენებ 2005 წელს სასამართლო სხდომას ახალციხეში, რომელიც დამთავრად ახალციხის უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ბერიძის დაპატიმრებით, სასამრთლოში, სადაც მოსამართლე გარშემორტმული იყო სპეცდანიშნულების რაზმით. ამას გარდა ბევრი სასამართლო პროცესი იყო, სადაც მე პირადად დამარცხებული ვგრძნობდი თავს ბრძოლებში. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დღეს მე თქვენს წინაშე წარვდექი სწორედ იმ დაუღალავი ბრძოლის შედეგად, რომელიც წარმართა ქართველმა ხალხმა და წარმართა იმ ადამიანებმა, რომელთა წარმომადგენლებიც დღეს ჩვენ გვესწრებიან. ირინა ენუქიძემ ჩაიცვა რკინის ქალამნები და ოთარაანთ ქვრივივით ჩამოიარა ყველა უწყება იმისათვის, რომ საქართვლეოში სამართლიანი სასამართლოსთვის ებრძოლა და სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არ დასრულებულა“, - განაცხადა ანა დოლიძემ. მისივე თქმით, ბევრი 2013 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში საინტერესო ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის როგორიცაა-სასამართლოს ღიაობის უზრუნველყოფა, მედიის დაბრუნება და საჯაროობის დაბრუნება სასამართლო ხელისუფლებაში. თუმცა, დოლიძის თქმით, სამართლიანი სასამართლოსთვის ბგრძოლა არ დასრულებულა.
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)