|
2016-03-07 13:08:21, 794 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ დანელიამ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის კოოპერატივებს მოტობლოკები გადასცა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 20 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის” ფარგლებში 29 აგროკომპლექტი გადასცა. კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 7 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს -11 აგროკომპლექტი, ონის მუნიციპალიტეტის 13 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს - 18 აგროკომპლექტი გადაეცა. ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, რაჭა-ლეჩხუმის მხარის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ. უწყების ცნობით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის“ მიზანია ხელი შეუწყოს რთული რელიეფის მქონე და მცირე მიწის ნაკვეთების დამუშავებასა და მათ ეკონომიკურ აქტივობაში ჩართულობას. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კოოპერატივებისთვის მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკის შეღავათიან ფასად, ღირებულების 24 %-ად გადაცემა. თითოეულ კომპლექტში შედის მოტობლოკის აგრეგატი (სათიბით, გუთნით, კულტივატორით) და ხელის სათესი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეები დევნილები ან/და ეკომიგრანტები არიან, ასევე მაღალმთიან, სასაზღვრო და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რეგისტრირებულ კოოპერატივებს თითო კომპლექტის შესყიდვისას, დამატებით გადაეცემათ 1 ხელის სათესი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 584 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 1415 აგროკომპლექტი უკვე მიიღო.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)