|
2025-01-30 13:46:43, 1221 ნახვა
რეგიონი
ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო - აქციებზე დაკავებულთა ბანერების გამოფენას უმრავლესობის დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა
ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ხმაური ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ აქციების დროს დაკავებული პირების ბანერების გამოფენას მოჰყვა. მათ დაგმეს ძალადობა და საკრებულოს დანარჩენ წევრებს დაკავებულების სოლიდარობისკენ მოუწოდეს. ოპოზიციის პერფორმანსმა უმრავლესობის გაღიზიანება გამოიწვია და დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ ოპოზიციის წევრმა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. „უკანონო ხელისუფლება ჯერ კიდევ ქვეყნის სათავეშია და ტყვეობაში მყოფი ადამიანები, სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებიან , მათ შორის მზია ამაღლობელი, რომელიც შიმშილობს. პროტესტის ნიშნად დავტოვეთ საკრებულოს სხდომა, რადგან სხვადასხვა კანონის მუხლებში ცვლილებების შეტანის მეტი სხვა საქმე არა აქვთ. ქვეყანა და ხალხის აზრი საერთოდ არ აინტერესებთ . ჩვენ არ გვინდა ერთი კაცის ქვეყანა იყოს საქართველო , ჩვენ გვინდა ხალხის იყოს. მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და ტყვეობაში მყოფი ყველა ადამიანის თავისუფლებას,“ - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დარეჯან ცხვიტარიამ. “ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და მათ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ. „დღეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი გადაწყდა დადებითად . რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ისინი „შულავერის“ მოღალატეობრივი კომიტეტის წევრები არიან, რომლებიც არ დაესწრნენ საკრებულოს სხდომას . სხდომის დაწყებამდე გამოჩნდნენ ჰორიზონტზე , ხელფასების აღების მიზნით ხელი მოაწერეს დასწრების ტაბელს და მალევე გაუჩინარდნენ,“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ზაალ კვინჩიამ.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)