22:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-25 16:28:29, 777 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევა პირველ ტურში ვერ შეძლო

საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევა პირველ ტურში ვერ შეძლო, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

პირველ ტურში პარტიების მიერ წარმოდგენილი კანდიდატის ასარჩევად საჭირო იყო 200 დეპუტატის ხმა, თუმცა 300-ადგილიან პარლამენტში საჭირო ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.

როგორც „როიტერი“ წერს, არჩევნების მეორე ტური 31 იანვარს გაიმართება, თუმცა მოსალოდნელია, რომ ისიც ამავე შედეგით დასრულდეს.

საარჩევნო პროცესში საჭირო ხმების რაოდენობა ყოველი ტურის დროს შემცირდება. კერძოდ, მეორე ტურში საკმარისი იქნება 180 ხმა, ხოლო მესამე ტურში – 151 ხმა.

იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის არჩევა მესამე ტურშიც ვერ მოხერხდა, ბოლო კენჭისყრაზე მას ფარდობითი უმრავლესობით აირჩევენ.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა პრეზიდენტის თანამდებობაზე თავისი პარტიის წარმომადგენელი, კონსტანტინე ტასულასი წარადგინა. „ახალ დემოკრატებს“, პარლამენტში 156 ადგილი აქვთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics