22:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-25 10:25:00, 570 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სენატმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ხმის მიცემისას მიტჩ მაკკონელმა და რესპუბლიკელმა სენატორებმა, ლიზა მურკოვსკიმ და სუზან კოლინზმა ხმა ჰეგსეტის კანდიდატურის საწინააღმდეგოდ მისცეს, რის შედეგადაც ხმები 50-50ზე გადანაწილდა. გადამწყვეტი ხმა ჰეგსეტს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა მისცა.

ეს აშშ-ის ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როდესაც ვიცე-პრეზიდენტმა კაბინეტის წევრის დანიშვნაზე გადამწყვეტი ხმა მისცა.

აშშ-ის მომავალი თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ორშაბათს თეთრ სახლში ფიცს დადებს.

მედიის ცნობით, ჰეგსეტი „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანია. ჰეგსეტს სამხედრო სამსახურის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის ავღანეთისა და ერაყის მისიებში მონაწილეობდა.

ჰეგსეტის დამტკიცებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.

„ჩვენ ახლახან გავიგეთ, რომ გვყავს შესანიშნავი თავდაცვის მდივანი. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ ამით და ვაფასებთ ყველას ხმას. მე ვფიქრობ, რომ პიტი იქნება თავდაცვის შესანიშნავი მდივანი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ასეთი თავდაცვის მდივანი გვეყოლება“, – განაცხადა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics