22:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 11:14:06, 390 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს დაცვა მოუხსნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი კაბინეტის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს დაცვა მოუხსნა. 

პომპეოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. როდესაც ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვეს ყოფილი თანამდებობის პირებისთვის დაცვის მოხსნაზე, ტრამპმა უპასუხა "როდესაც დაცვა გემსახურება, არ შეიძლება, ეს მთელი ცხოვრებით გქონდეს" 

მაიკ პომპეო ტრამპის პირველი ვადის ადმინისტრაციაში 2018-2021 წლებში იკავებდა. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანის მიმართ ხისტი პოლიტიკის გატარებაში, მათ შორის, 2020 წელს ირანელი სამხედრო მეთაურის, ხასენ სოლეიმანის მკვლელობაში. 

იუსტიციის დეპარტამენტის მიხედვით, ირანის მთავრობა ცდილობს შური იძიოს ტრამპის ყველა მაღალჩინოსნის მიმართ, რომლებსაც მკვლელობაში წვლილი მიუძღვით. 

2 დღის წინ, დონალდ ტრამპმა საიდუმლო სამსახურის დაცვა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონსაც მოუხნსა. 

ორივეს, მაიკ პომპეოსა და ჯონ ბოლტონს დაცვის სამსახური ირანისგან მომდინარე საფრთხის გამო იცავდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics