22:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 09:09:12, 491 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საგარეო უწყება - რობერტ ფიცო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ განცხადებებით ამომრჩევლის კონსოლიდაციას ცდილობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გეორგი ტიხის თქმით, უკრაინა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ განიხილავს, როგორც სლოვაკეთის საზოგადოების დაშინების და ამომრჩევლის კონსოლიდაციის მცდელობას, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ვფიქრობ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ ქმედებებს, რომელიც აღაშფოთებს ხალხს მის ქვეყანაში და გააანალიზოს რატომ ხდება ეს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მისი თქმით, უკრაინაში „ღირსების რევოლუციის“ დროს ვრცელდებოდა ყალბი ამბები მომიტინგეებისთვის თანხის გადახდისა და გაწვრთნილი ბოევიკების არსებობის შესახებ.

„მეჩვენება, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა უბრალოდ კარადიდან გამოიღო რაღაც, რაც დიდი ხანია გაფუჭდა და ჩემი აზრით, მსგავსი რამის საჯაროდ გამოყენება ულამაზო საქციელია“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში „უცხოელი ექსპერტების“ მონაწილეობით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი „ფერადი რევოლუციების“ ანალოგიური, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics