|
2025-01-23 11:48:41, 702 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი - უკრაინაში მშვიდობისგან ჯერ კიდევ შორს ვართ
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევამდე ჯერ კიდევ შორია და რომ ქვეყნის მოკავშირეებმა მისი უსაფრთხო მომავალი უნდა უზრუნველყონ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, შოლცმა ამის შესახებ Rheinische Post-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინაში სამშვიდობო ძალების შეყვანის შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე, შოლცმა უპასუხა, რომ უკრაინის პარტნიორი ქვეყნები უსაფრთხოების გარანტიების საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავენ. „კარგი ამბავი იქნება, თუ უკრაინაში ომი დასრულდება, მაგრამ, მაშინაც კი, ჩვენ მაინც მოგვიწევს უკრაინის უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა. შემდეგ საუბარი შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს და ასევე იმას, თუ როგორ შეუძლია უკრაინას შეინარჩუნოს ძლიერი არმია, რომლის შეიარაღებასაც ერთად შევძლებთ. ჩვენ უახლოეს მომავალში განვიხილავთ ამას ჩვენს მოკავშირეებთან“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა ასეთი სპეკულაციების დრო არ არის, რადგან უკრაინელების გარეშე არაფერი უნდა გადაწყდეს. „ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ მშვიდობისგან", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. შოლცმა ასევე განმარტა, რომ გერმანიას აქვს ბიუჯეტის დეფიციტი 25 მილიარდი ევროს ოდენობით და, შესაბამისად, ახლა არ შეუძლია უკრაინას დახმარება გაუზარდოს და თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ის ხარჯვა დაიწყოს, როგორც ამას ნატო მოითხოვს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)