22:09 - 28 May, 2026
|
2025-01-22 16:40:16, 437 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - აშშ-სთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება
აშშ-სთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები გერმანიისა და ევროპისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო აშშ დასავლეთ გერმანიაში დემოკრატიის განვითარებისთვის. ნატო კი ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. ამიტომ ჩვენ აშშ-სთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. შოლცის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტელეფონით უკვე ორჯერ ესაუბრა. „მეგობრული და კარგი საუბრები იყო. ერთმანეთს ჩვენი მრჩევლებიც რამდენჯერმე შეხვდნენ. ამიტომ, ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობას ნულიდან არ ვიწყებთ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)