|
2025-01-21 11:30:09, 473 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპის გაუქმებას მოაწერა ხელი - მექსიკის საზღვართან კი ჯარი გააგზავნა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალური ოფისის დაკავების პირველ დღეს დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპის გაუქმებას მოაწერა ხელი. ამჟამად, აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე დაიბადება, ამერიკის მოქალაქეა. ამის გამო, ტრამპის ბრძანებას დიდი ალბათობით სამართლებრივი დაბრკოლებები შეხვდება. იმისთვის, რომ კონსტიტუციაში შესწორება შევიდეს, საჭიროა ორივე, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის 2/3-ის ხმები, რაც შემდეგ შტატების 3/4-მა უნდა დაამტკიცოს. ტრამპმა ასევე მიუთითა, რომ ის გაგზავნის ჯარებს შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე, რათა მოიგერიოს კატასტროფული შემოჭრა ქვეყანაში. ყველა უკანონო მიგრანტს ქვეყანაში არ შეუშვებენ. აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ის განახორციელებს დაგეგმილ მასობრივ დეპორტაციას "მილიონობით და მილიონობით" არალეგალური იმიგრანტით. მან თქვა, რომ თავის ადმინისტრაციას მიმართავს, გამოიყენოს სამართალდამცავი ორგანოების "სრულიად შეუზღუდავი ძალა" - როგორც ფედერალური, ისე სახელმწიფო - ყველა უცხოური ბანდების და კრიმინალური ქსელების დასაშლელად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)