|
2025-01-21 09:18:16, 646 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა აშშ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოიყვანა
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ინაუგურაციის შემდეგ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) ტოვებს. ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილება WHO-ს არასწორი ქმედებებით ახსნა, COVID-19-ის პანდემიის დროს, ორგანიზაციის უუნარობით ჩაეტარებინა რეფორმები და აშშ-ის უსამართლოდ მაღალი საწევრო გადასახადებით. „WHO აშშ-ს ვეღარ გაძარცვავს,“ – განაცხადა ტრამპმა. აღსანიშნავია, რომ ტრამპმა აშშ WHO-დან პირველად 2020 წელს გამოიყვანა, თუმცა ეს გადაწყვეტილება 2021 წელს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა. ტრამპის თქმით, WHO ჩინეთის ძალისხმევას ხელს უწყობდა და COVID-19-ის წარმოშობის შესახებ მსოფლიოს შეცდომაში შეჰყავდა. WHO ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ჩინეთზე დღემდე ახორციელებს ზეწოლას პანდემიის მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ოფიციალურად წყვეტს აშშ-ის ურთიერთობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)