|
2025-01-20 08:42:56, 483 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება. ფიცს ჯერ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დადებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბრეტ კავანოს წინაშე, შემდეგ კი ფიცს დონალდ ტრამპი დადებს, რის შემდეგაც ის საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს. ტრამპი ფიცს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დადებს. (თბილისის დროით, 21:00საათზე) ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართება. ამის მიზეზი კი ვაშინგტონში ძლიერი ყინვებია. ასეთი რამ ბოლოს 1985 წელს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს მოხდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტებიდან ტრამპის ფიცის დადებას დაესწრებიან ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუშ უმცროსი და ბილ კლინტონი. ასევე ისტორიაში პირველად, ინაუგურაციაზე მიწვეულები არიან სხვა ქვეყნების ლიდერებიც. მიწვეულთა სიაში არიან: არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ეკვადორის პრეზიდენტი დანიელ ნაბოა, სალვადორის პრეზიდენტი ნაიიბ ბუკელე. ცერემონიაზე მიწვეული იყო ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც, რაზეც მან უარი თქვა, თუმცა ინაუგურაციას დაესწრება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი. ასევე, მიწვეულ სტუმრებს შორის იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ვაშგინგტონში ვერ ჩავა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ორბანი სხვა ღონისძიებას უნდა დაესწროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)