21:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-19 12:11:04, 486 ნახვა

მსოფლიო
ისრაელი - ჩვენი ძალები განაგრძობენ დარტყმებს ღაზის სექტორში, რადგან „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ემორჩილება

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში დარტყმებს აგრძელებს, რადგან „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

„დღეს დილის მდგომარეობით, „ჰამასი“ არ ასრულებს თავის ვალდებულებებს და, შეთანხმების საწინააღმდეგოდ, ისრაელს არ მიაწოდა გასათავისუფლებელი მძევლების სია. პრემიერ-მინისტრის მითითების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა მანამ, სანამ „ჰამასი“ თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს. ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებს დარტყმებს ღაზაში მანამ, სანამ „ჰამასი“ არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს შეთანხმებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ჰაგარიმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ამოქმედდება, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ სამი მძევლის სიას, რომელიც “ჰამასმა“ დღეს უნდა გაათავისუფლოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics