|
2025-01-18 17:50:40, 594 ნახვა
მსოფლიო
ხორვატიის ვიცეპრემიერი მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ვიდეოს გამო გადადგა
ხორვატიის ვიცეპრემიერი 18 იანვარს თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ივრის ვიცეპრემიერი მოძრავი მანქანიდან ცეცხლასროლი იარაღით. 42 წლის პოლიტიკოსის თქმით, ვიდეო გადაღებულია წლების წინ, იქამდე, სანამ ის მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა. იოსიპ დაბრო ასევე ხორვატიის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა. ვიცეპრემიერმა, რომელიც მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის ერთ-ერთი წამყვანი წევრია, თავის Facebook პოსტში დაწერა, რომ თანამდებობას "მორალური მიზეზებიდან გამომდინარე" ტოვებს. "მესმის, რომ ეს გარემოებები დამატებითი ტვირთია მთავრობისა და ჩემი პარტიისთვის. ჩემმა პირადულმა სიტუაციამ არ უნდა შეაფერხოს მთავრობის და სამინისტროს სამუშაოები და არ უნდა გადადოს აუცილებელი რეფორმები" - წერს დაბრო თავის გადადგომის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)