21:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-18 16:47:58, 486 ნახვა

მსოფლიო
კაია კალასი - ევროკავშირი ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება

ევროკავშირი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ავრცელებს.

„ევროკავშირი მიესალმება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის მძევლების ეტაპობრივ გათავისუფლებას, მათ საშინელ განსაცდელს დაასრულებს, რომელიც უკვე 15 თვეზე მეტია გრძელდება, დაასრულებს ბრძოლას და ღაზაში ჰუმანიტარულ ტანჯვას შეამსუბუქებს“, - აცხადებს კაია კალასი.

კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის ერთგულია, რომლითაც ისრაელი და პალესტინა ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ცხოვრებას შეძლებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics