21:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 11:35:23, 467 ნახვა

მსოფლიო
რუსი დიპლომატები ბრიტანეთის პარლამენტის დახურულ ნაწილში შეიპარნენ

გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, რუსი დიპლომატები დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დახურულ ნაწილში შეიპარნენ.

ინციდენტი 25 დეკემბერს მოხდა, გამოცემამ ინფორმაცია მხოლოდ 16 იანვარს მოიპოვა. წყაროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ დიპლომატები ლორდთა პალატაში შევიდნენ.

როგორც მედია წერს, შემთხვევამ "უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აღაშფოთა", ორივე პალატის სპიკერებმა სამსახურს გაფრთხილება მისცა.

"დიდი ალბათობით მათ სურდათ კრემლში ეტრაბახათ, რომ დიდი ბრიტანეთს პარლამენტის დახურულ ნაწილში შეაღწიეს". – ამბობს The Guardian-ის ანონიმური წყარო პარლამენტიდან.

ბრიტანეთის მთავრობამ ორივე პალატის დეპუტატებს წერილით მიმართა და გააფრთხილა, რომ რუსეთის დიპლომატები პარლამენტის შენობაში აღარ შეუშვან.

ამ ეტაპზე უცნობია, დიპლომატები შენობაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, თუ რომელიმე პარლამენტარის მოწვევით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics