13:33 - 10 May, 2026
|
2025-01-16 14:44:47, 1952 ნახვა
სპორტი
ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა
ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ შემადგენლობაში ევროლიგის შეხვედრაში დაბრუნდა, რომელიც იტალიურმა გუნდმა კაუნასის „ჟალგირისთან“ 68:77 წააგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 12 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა. შენგელიამ 9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. „ვირტუსის“ რიგებში საუკეთესო 18 ქულით კორდინიე იყო, ხოლო კაუნასის „ჟალგირისის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 20 ქულა ფრანსისკომ დააგროვა. ევროლიგაზე გამართული 21 შეხვედრის შემდეგ, „ვირტუს ბოლონია“ 6 გამარჯვებითა და 15 მარცხით მე-16 ადგილზეა.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)