21:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 13:31:16, 357 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კიევში ჩავიდა

კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩი და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი დახვდა. ინფორმაციას,  Reuters-ი ავრცელებს. კიევში ვიზიტამდე სტარმერმა, პუტინის მიზნებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიზანი, კიევის სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩამოშორება იყო.

„პუტინის სურვილი, უკრაინა უახლოესი პარტნიორებისთვის დაეშორებინა, საოცარი სტრატეგიული მარცხი გამოდგა. ჩვენ ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე და ეს პარტნიორობა ჩვენს მეგობრობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, - განაცხადა კირ სტარმერმა კიევში ვიზიტამდე.

შეგახსენებთ, რომ  ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 100 - წლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ. ინფორმაციას, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics