21:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 13:15:59, 386 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის პრემიერის ოფისი - ჰამასი უარს ამბობს შეთანხმების ზოგიერთი პუნქტის მიღებაზე და კრიზისს ქმნის

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი აცხადებს, რომ „ჰამასმა“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით უკან დაიხია, რაც შეთანხმების დასასრულებლად ბოლო მომენტში კრიზისს ქმნის, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ჰამასი“ უარს ამბობს შეთანხმებებზე და ქმნის კრიზისს ბოლო მომენტში, რომელიც ხელს უშლის შეთანხმების მიღწევას“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში განმარტავენ, რომ ისრაელის მინისტრთა კაბინეტი არ შეიკრიბება მანამ, სანამ შუამავლები არ შეატყობინებენ ისრაელს, რომ „ჰამასმა“ შეთანხმების ყველა ელემენტი მიიღო.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა და "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტაზე, მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics