21:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 15:07:25, 448 ნახვა

სამართალი
აზერბაიჯანში ტერაქტის მზადების ბრალდებით საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს

აზერბაიჯანის პროსამთავრობო მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამუშაოების შედეგად აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქე, აგილ ასლანოვი და აზერბაიჯანის მოქალაქე, ჯეიხუნ ისმაილოვი ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს

ასლანოვსა და ისმაილოვს აზერბაიჯანში ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის წევრის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვა ედება ბრალად. 

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ნარკოტიკების გადატანით დაკავებული აგილ ასლანოვი 2024 წლის სექტემბერში დაუსახელებელი მესამე ქვეყნის სპეცსამსახურს შეხვდა, რომელმაც 200 000 დოლარის სანაცვლოდ ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის წევრის მკვლელობა დაავალა და მის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

როგორც მედია უწყება, სპეცსამსახურმა ასლანოვს თავდაპირველად დაავალა, რომ მსხვერპლსა და მის სამუშაო ადგილზე აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაცია მოეპოვებინა და მათთვის გადაეცა, რისთვისაც მას 2 000 დოლარი გადაუხადეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics