17:35 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 11:44:57, 377 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშებისა და სიმთვრალისათვის პოლიტიკა მკაცრდება

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშებისა და სიმთვრალის ფაქტებთან დაკავშირებით მიდგომები მკაცრდება. 

შესაბამისი ცვლილებები საქართველოს შეაირაღებული ძალების  ახალი სადისციპლინო წესდების პროექტში აისახა, რომელიც  მთავრობას დასამტკლიცებლად  წარედგინა.

„როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, სამხედრო მოსამსახურეების  მიერ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა არის  მნიშვნელოვანწილად განმსაზღვრელი  ყველა იმ უსიამოვნო და სამწუხარო ფაქტებისა, რაც უკავშირდება სამხედრო მოსამსახურის  ფსიქიკურ  სიჯანსაღეს და ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანისთვის ყველაზე მნივნელოვან უფლებას-სიცოცხლის უფლებას.

სამინისტრო ასევე ორიენტირებულია შეიარაღებული ძალების ღირსების დაცვაზე. თავდაცვის სამინისტროსთვის და მთლიანად  შეიარაღებული ძალებისთვის ღირსების შემლახველი საქციელი პრინციპულად მიუღებელია და მის მიმართ  სამინისტროს  პოზიცია იქნება უმკაცრესი. ის ფაქტები, როგორიცაა სამხედრო  მოსამსახურის მიერ სამსახური, აგრეთვე სამხედრო ფორმით  ყოფნისას საზოგადოებრივი თავშეყრის  ადგილებში  ალკოჰოლური სასმელის მიღება, ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, იქნება მკაცრად დასჯილი“,-აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
კობახიძე მიესალმება აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics