|
2025-01-13 11:08:25, 349 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერებმა განიხილეს დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ, რომელიც 2024 წლის 27 მაისის შეთანხმებას ეფუძნება. ამასთან, ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ განიხილეს სირიაში მიმდინარე მოვლენები, ასადის რეჟიმის დაცემა და რეგიონში ირანის ძალაუფლების შესუსტება. „ბაიდენმა ხაზი გაუსვა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების აუცილებლობას, ასევე ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას, რაც შესაძლებელი გახდება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შედეგად“, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)