|
2025-01-09 23:43:28, 1413 ნახვა
სხვადასხვა
აშშ-ს 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი დაკრძალეს
ოთხშაბათს ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში ყოფილი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა, სანამ მისი ცხედარი გადაეგზავნა მის ბოლო განსასვენებელში, ჯორჯიის მშობლიურ ქალაქში, რომელმაც დეპრესიის ეპოქის ფერმერი ბიჭი მსოფლიო ასპარეზზე გამოიყვანა. ჯიმი კარტერი, რომელიც ერთი ვადით მსახურობდა თეთრ სახლში 1977 წლიდან 1981 წლამდე, 29 დეკემბერს 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამერიკის შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტი ქვეყნის დედაქალაქში მდიდრული სახელმწიფო პანაშვიდით გაიმართა. ვაშინგტონში დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდნენ კარტერის მემკვიდრეები - ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი, რომლებმაც სამგლოვიარო სიტყვა წარმოთქვა. თავის გამოსვლაში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა ისინ ვინც აპირებს იარაღად აქციოს „სიძულვილი“ და „ძალაუფლების ბოროტად გამოყენება“. საიტერესოა რომ ამ სიტყვებს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც უსმენდა. „ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ სიძულვილს არ მივცეთ თავშესაფარი და დავუპირისპირდეთ... ყველაზე დიდ ცოდვას: ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას“, - თქვა ბაიდენმა, რომელიც ტოვებს თეთრ სახლს 20 იანვარს. საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა, უკანასკნელი პატივი მიეგო ყოფილ პრეზიდენტს კაპიტოლიუმის როტონდაში, სადაც კარტერის კუბო სამშაბათიდან იმყოფებოდა. 1852 წლიდან მხოლოდ 50-მდე ამერიკელმა მიიღო ეს პატივი. ჯიმი კარტერი ჯორჯიაში საკუთარ სახლთან ახლოს დაკრძალეს. ცერემონიას მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)