21:10 - 28 May, 2026
|
2025-01-09 11:55:47, 401 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენმა იტალიაში ვიზიტი გააუქმა
ჯო ბაიდენმა კალიფორნიის ტყის ხანძრის გამო იტალიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ჯო ბაიდენი იტალიაში ვიზიტს 9-12 იანვარს გეგმავდა, სადაც რომის პაპს ფრანცისკეს, იტალიის პრეზიდენტს, სერჯო მატარელასა და იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის უნდა შეხვედროდა. „დღეს საღამოს, ლოს ანჯელესიდან დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა დაგეგმილი ვიზიტი“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. შეგახსენებთ, ამჟამად ლოს ანჯელესსა და მეზობელ ვენტურას ოლქში ხანძრის, სულ მცირე, ექვსი კერა მძვინვარებს. ხანძრის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ათობით კი დაშავდა. ევაკუირებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)