21:10 - 28 May, 2026
|
2025-01-09 11:05:00, 415 ნახვა
მსოფლიო
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძარმა ხუთი ადამიანი იმსხვერპლა და ათობით სახლი გაანადგურა
ლოს-ანჯელესში გაჩენილმა მასშტაბურმა ტყის ხანძარმა კატასტროფული მასშტაბები მიიღო. ხანძარმა ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 100,000-ზე მეტის ევაკუაცია მოხდა. ხანძრის შედეგად განადგურდა მრავალი სახლი, მათ შორის ცნობილი ადამიანების – ბილი კრისტალის, ჯეიმს ვუდსის, მაილზ ტელერის და კამერონ მატისონის საცხოვრებელი სახლები. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს ხელს უშლის ძლიერი ქარი, რის გამოც ოპერაციები რთულად მიმდინარეობს. ოფიციალური პირების თქმით, ლოს-ანჯელესში ხანძრის 5 სხვადასხვა კერაა და ამ დროისთვის ყველა მათგანი 0%-ითაა შეკავებული. ხელისუფლება და მაშველები მოსახლეობას მოუწოდებენ, დარჩნენ უსაფრთხო ადგილებში და გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)