|
2025-01-08 09:59:01, 370 ნახვა
მსოფლიო
NATO ბალტიის ზღვაში ინფრასტრუქტურის დასაცავად 10-მდე ხომალდს გაგზავნის
კვირის ბოლოდან ნატო ბალტიის ზღვაში კრიტიკული დანადგარების დაცვას 10-მდე ხომალდის გამოყენებით დაიწყებს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ უკვე ბალტიის ზღვაში მყოფი გემები და ასევე ნატოს ქვეყნების პირდაპირ გაგზავნილი გემები. ეს ძალები ზღვაში აპრილამდე დარჩებიან და პირველ რიგში, შეასრულებენ შემაკავებელ და საპატრულო ფუნქციას იქ, სადაც განლაგებულია ენერგეტიკული და სატელეკომუნიკაციო კაბელები. ფინეთის ყურის დაცვას გააგრძელებენ ფინეთისა და ესტონეთის ძალები. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ფინეთისა და ესტონეთის მოთხოვნით, ბალტიის ზღვაში ყოფნის გაძლიერება წყალქვეშა კაბელების ბოლოდროინდელი დაზიანების გამო გადაწყვიტა. გასული წლის 25 დეკემბერს ფინეთისა და ესტონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ Eagle C ტანკერმა დააზიანა Estlink 2 ელექტრო კაბელი და ოთხი სატელეკომუნიკაციო კაბელი ფინეთის ყურეში. ჰელსინკისა და ტალინის თანახმად, ტანკერი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია, რომელიც დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით, რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებისთვის მიწოდებითაა დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)