|
2025-01-07 22:10:34, 639 ნახვა
მსოფლიო
ამერიკამ ორბანის მარჯვენა ხელს - ინტალ როგანს - მაგნიტსკის სანქციები დაუწესა
ამერიკამ ორბანის მარჯვენა ხელს - ინტალ როგანს - მაგნიტსკის სანქციები დაუწესა. „მისი სამთავრობო პოზიციებზე, მათ შორის ორბანის კაბინეტის ადმინისტრაციაზე პასუხისმგებელი მინისტრის პოზიციაზე ყოფნის დროს, როგანი, ცნობების თანახმად, აორგანიზებდა სქემებს, რომელთა მიზანიც უნგრეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებზე კონტროლის მოპოვება იყო. მინისტრმა როგანმა ცენტრალური როლი ითამაშა უნგრეთში ისეთი სისტემის შესაქმნელად, რომელმაც სარგებელი მოუტანა მას და მის პარტიას უნგრელი ხალხის ხარჯზე. როგანის საქმიანობა უნგრეთში უფრო ფართო დაუსჯელობის კლიმატის სიმბოლოა, სადაც სახელმწიფოს საკვანძო ელემენტები ოლიგარქებმა და არადემოკრატიულმა აქტორებმა მიიტაცეს. დღევანდელი გადაწყვეტილება „კორუფციის წინააღმდეგ აშშ-ის სტრატეგიის” იმპლემენტაციას ახდენს, რაც სახელმწიფოს მიტაცებას შეშფოთების სპეციფიკურ ტიპოლოგიად აიდენტიფიცირებს. შეერთებულ შტატებს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი აქვს ჩვენი მოკავშირეების დემოკრატიული ინსტიტუტების სიცოცხლისუნარიანობასა და უწყვეტობაში, ისევე როგორც გლობალურად დემოკრატიის დაცვაში. ამ დასანქცირების მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ აშშ-ის ფინანსური სისტემა არავითარ როლს არ ითამაშებს ანტალ როგანის კორუფციული საქმეების ფასილიტაციაში. ვაგრძელებთ უნგრეთის ლიდერებისთვის მოწოდებას, კორუფციას პასუხი გასცენ პროაქტიულად, ერთმნიშვნელოვნად და მტკიცედ. უფრო გამჭვირვალე უნგრეთი წვლილს შეიტანს უფრო ძლიერ ტრანსატლანტიკურ ალიანსსა და უფრო წარმატებულ ევროპაში“, - ნათქვამია მილერის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)