|
2025-01-07 17:47:30, 422 ნახვა
მსოფლიო
პაულინა ჰენიგ-კლოსკა - პოლონეთი მზად არის უკრაინას, სლოვაკეთის მაგივრად, ელექტროენერგია მიაწოდოს
პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, პაულინა ჰენიგ-კლოსკამ სლოვაკეთის მხრიდან უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მუქარაზე საუბრისას განაცხადა, რომ "პოლონეთი მზად არის უკრაინას ელექტროენერგია მიაწოდოს". "პოლონეთი შეძლებს გაზარდოს ელექტროენერგიის გაყიდვა უკრაინაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას უკრაინა მოითხოვს. ჩვენი ოპერატორი მზადაა, საუბარია მხოლოდ იმაზე, ექნება თუ არა ამის სურვილი უკრაინას, ან იძულებული იქნება თუ არა გამოიყენოს ის. ფიცოს საქციელი ევროპის წინააღმდეგაა მიმართული", — განაცხადა ჰენიგ-კლოსკამ. ცნობისთვის, გასულ კვირას, სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისი პარტია უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას განიხილავს, ლტოლვილებისთვის დახმარების შემცირებას და გაზის ტრანზიტის განახლების, ან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)