|
2025-01-07 13:06:05, 379 ნახვა
მსოფლიო
ტიბეტში მიწისძვრას თითქმის 100 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო მონაცემებით, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 95 ადამიანი დაიღუპა და 130 დაშავდა. 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში სამშაბათს, 7 იანვარს დილით დაფიქსირდა. ისინი ასევე იგრძნობოდა ნეპალის უმეტეს ნაწილში, განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში, ასევე ინდოეთის ნაწილებში. ცოტა მოგვიანებით, ტიბეტში 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მრავალი ბიძგები დაფიქსირდა, იუწყება სახელმწიფო სააგენტო Xinhua. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ CCTV აჩვენა დანგრეული სახლების კადრები. მიწისძვრის ეპიცენტრში მრავალი შენობა დაინგრა, იტყობინება CCTV. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სტიქიის ადგილზე დაახლოებით 1,5 ათასი მაშველი იმყოფება, რომლებიც შენობების ნანგრევების ქვეშ დაღუპულებსა და გადარჩენილებს ეძებენ. ჩინეთის სეისმოლოგიური ქსელის ცენტრის (CENC) ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ტინგრის ოლქში, ქალაქ შიგაცეში, ნეპალის საზღვართან. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)