|
2025-01-06 13:47:25, 348 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მიზეზი ეპიდემიაა. ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ვირუსები ვრცელდება, მათ შორის - ინფლუენზა, HMPV, მიკოპლაზმური პნევმონია და კოვიდ-19. ვირუსების სწრაფი გავრცელების გამო, პაციენტების სიჭარბეა საავადმყოფოებში, არიან გარდაცვლილებიც. რა არის HMPV? ადამიანის მეტაპნევმოვირუსი ანუ HMPV, არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც იწვევს გაციების და გრიპის მსგავს სიმპტომებს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს, მას შეუძლია გამოიწვიოს მძიმე გართულებებიც, როგორიცაა პნევმონია, განსაკუთრებით ჩვილებში, ხანდაზმულებში და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებში. ვირუსი ახალი არ არის, ის პირველად გამოვლინდა 2001 წელს. HMPV ვრცელდება რესპირატორული წვეთებით ან დაბინძურებულ ზედაპირთან კონტაქტის გზით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)